„ქართულმა მარშმა“ „ძალა ერთობაშიას“ მხარდამჭერებს გზა გადაუკეტა

პუბლიკა

„ქართული მარში“ რუსთავიდან მომავალ „ძალა ერთობაშიას“ მხარდამჭერებს თბილისში არ უშვებს. მათ გზა აქვთ გადაკეტილი უკვე რამდენიმე წუთია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

„მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი შიხიაშვილი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს არ მისცემენ გადაადგილების საშუალებას.

„ვერ გაივლის „ნაციონალური მოძრაობა“ ამ გზაზე“, – ამბობს ის. „მარშის“ წარმომადგენლები საავტომობილო გზაზე დასხდნენ.

დღეს „ძალა ერთობაშიას“ თავისუფლების მოედანზე დასკვნითი საარჩევნო შეხვედრა აქვს დაგეგმილი მხარდამჭერებთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  დასკვნითი ღონისძიების გამო დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. უწყების ცნობით, სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აიკრძალა თავისუფლების მოედანზე.