„ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის პირველი ოცეული, პრემიერ-მინისტრობისა და პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატი წარადგინა.
მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველ 20-ეულში მოხვდნენ:
- გიორგი გახარია – პრემიერობის კანდიდატი;
- არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი;
- ირაკლი კობახიძე;
- თეა წულუკიანი;
- მამუკა მდინარაძე;
- კახა კუჭავა – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი;
- გიორგი კახიანი – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი;
- მარიამ ქვრივიშვილი – ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
- მიხეილ სარჯველაძე – იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
- მაია ბითაძე – თბილისის მერის მოადგილე;
- მიხეილ დაუშვილი – ბიზნესომბუდსმენი;
- გიორგი ამილახვარი – თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორი და ასოცირებული პროფესორი;
- ვიქტორ სანიკიძე – კალათბურთელი;
- მაკა ბოჭორიშვილი – დიპოლომატი;
- შალვა პაპუაშვილი – იურისტი;
- დავით კაჭარავა – მორაგბე;
- ნიკოლოზ სამხარაძე – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალსიტი;
- გიორგი ხელაშვილი – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალსიტი;
- მარიამ ლაშხი – ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენელი;
- ბექა დავითულიანი – საკრებულოს წევრი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. განახლებული საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს.