„ქართულმა ოცნებამ” პარტიის ყრილობა გამართა, რომელზეც დამტკიცდა პარტიის პოლიტსაბჭოს ახალი, შემცირებული შემადგენლობა.
ასევე, პარტიაში შეიქმნა ახალი პოზიცია – საპატიო თავმჯდომარის, რომელზეც „ქართული ოცნების” წევრებმა ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს.
„პარტიის დღევანდელი ყრილობის მთავარი მოვლენა გახლავთ პარტიაში საპატიო თავმჯდომარის თანამდებობის შემოღება, პარტიის ყრილობის ერთსულოვანი მხარდაჭერით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების” თავმჯდომარედ რჩება ირაკლი კობახიძე. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
„ჩემი სურვილი არაა, შევითავსო პარტიის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილებები, რომელიც შესანიშნავად ახორციელებს პარტიის მენეჯმენტს და მომავალშიც ის შეასრულებს პარტიის მართვის ფუნქციას”, – აღნიშნა ივანიშვილმა.
მმართველი პარტიის წესდებაში შეტანილი ცვლილებებით, პარტიის თავმჯდომარის გარდა, პოლიტსაბჭოში 15 წევრი იქნება.
ყრილობას დასამტკიცებლად საბჭოს შემდეგი შემადგენლობა წარედგინა:
ირაკლი ღარიბაშვილი;
კახა კალაძე;
შალვა პაპუაშვილი;
მამუკა მდინარაძე;
დიმიტრი სამხარაძე;
თეა წულუკიანი;
თორნიკე რიჟვაძე;
ვახტანგ გომელაური;
გიორგი ვოლსკი;
ირაკლი ჩიქოვანი;
ანრი ოხანაშვილი;
არჩილ თალაკვაძე;
ნიკოლოზ სამხარაძე;
მაკა ბოჭორაშვილი;
მარიამ ქვრივიშვილი.
„ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრები აღარ არიან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, კახა კუჭავა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე.