თბილისის მერმა კახა კალაძემ პრეზენტაცია გამართა სადაც, განაცხადა, რომ თბილისის მერია ფონდ „ქართუსთან“ ერთად იწყებს მთაწმინდის ფერდობის აღდგენის პროექტს, რომელიც მთაწმინდის ფერდის ტყის ლადშაფტის სრულ აღდგენას და რეაბილიტაციას ითვალისწინებს. დაახლოებით საუბარია 700 ჰექტარზე და პროექტისთვის ფონდი „ქართუ“ 16 მილიონს ხარჯავს.
„ჩვენ ეკოლოგიური მიმართულებით სერიოზული პრობლემები გვაქვს ქალაქში. ათეული წლების წინ ქალაქში დარგული ფიჭვები, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაშია და რომლის დიდი პროცენტი გამხმარია, საჭიროებს ჩანაცვლებას. ეს კონკრეტული შეთანხმება და ღონისძიება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია. ჩვენი მთავარი მიზანი, მთაწმინდის ფერდის ლადშტაფტის ოთხ სეზონად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე ხეებისა და ბუჩქოვანი საფარის განაშენიანებასა და რეაბილიტაციას გულისხმობს. ამჟამად მიმდინარეობს პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი სამუშაოები. აქვე მსურს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. ამ პროექტისთვის გამოყოფილია 16 მილიონი, რომ მოხდეს არსებული ხე-მცენარებიის ჩანაცვლება, რათა გამოვაცოცხლოთ მთაწმინდის ფერდი“, – განაცხადა კახა კალაძემ.