ქართველ ბლოგერ დომენიკ მანგოს ე.წ. დონეცკის სასამართლომ დაუსწრებლად 7 წელი მიუსაჯა

პუბლიკა

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ ქართველ ბლოგერს, კუკური ბარამიძეს, რომელიც სოციალურ ქსელებში ცნობილია დომენიკ მანგოს სახელით, დაუსწრებლად 7 წელი მიუსაჯა. განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა ქართველ მერკენარს

ის დამნაშავედ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცნეს (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში).

განაჩენის მიხედვით 2022 წლის მარტიდან აპრილამდე ბარამიძე მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში, როგორც დაქირავებული მებრძოლი საქართველოს ეროვნული ლეგიონის შემადგენლობაში.

„მან სამხედრო წვრთნა გაიარა კიევში არსებულ საწვრთნელ ბაზებზე, სადაც შეისწავლა საბრძოლო იარაღის გამოყენება, სტრატეგია, ტაქტიკა და მოქმედების მეთოდები, რომლებიც საჭირო იყო შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისათვის. ბარამიძე აღჭურვილი იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, ვაზნებით, უნიფორმითა და სპეციალური აღჭურვილობით, რის შემდეგაც ის მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ.

ე.წ. სასამართლომ ბარამიძეს დაუსწრებლად მიუსაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოსახდელად.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. დონეცკის სასამართლომ, ასევე დაუსწრებლად, 14 წელი მიუსაჯა უკრაინაში მებრძოლ ქართველ მებრძოლს, ნადიმ ხმალაძეს.