პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ 9 მარტს ქვეყანაში არ შეუშვეს საქართველოს მოქალაქე.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 27 წლის ქართველი ფეხბურთელი პოლონეთში ქუთაისიდან გაფრინდა.
„უცხოელი IT მონაცემთა ბაზაში იყო, როგორც მესამე ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც უარი უნდა ეთქვას შენგენის ზონაში შესვლაზე ან დარჩენაზე და როგორც არასასურველი პირი პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
პოლონური მხარე ამბობს, რომ უცხოელის დაგეგმილი გამგზავრება ქუთაისში 12 მარტს შედგება.