პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა. დამფუძნებელი კონფერენია პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახსნა და სიტყვა გადასცა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს:
„ქართველები სამართლიანად ვამაყობთ ქალების უნიკალური და განსაკუთრებული როლით ჩვენს ისტორიასა და დღევანდელობაში, იმ წვლილით, რაც მათ მიუძღვით კულტურის, მეცნიერების, განათლების სპორტის, პოლიტიკური ცხოვრებისა და ზოგადად სახელმწიფოებრიობის განვითარებაში“, – განაცხადა საქართველოს ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, შემუშავდა და დაიხვეწა კანონმდებლობა ქალთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, ხარისხიანი ჯანდაცვისა და ღირსეული დასაქმების ხელშეწყობა, კვოტირების მექანიზმის შემოღება ამ ღონისძიებათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
„დღეს, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებით, ამ მიმართულებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ. ჩვენი დედების და დების, ქალიშვილებისა და მეუღლეების ხმათა გაძლიერება, რასაკვირველია, ძალზე სასიხარულო და მისასალმებელი მოვლენაა ჩვენი პარტიისთვის, ზოგადად შიდაპარტიული დემოკრატიისა და თანასწორობის გაძლიერებისათვის. და მე მჯერა, რომ ის მიზნები, რომელთა მიღწევის ამბიციაც ამ ორგანიზაციას აქვს – ქალთა წინაშე მდგარი გამოწვევების დღის წესრიგში მეტად გამოკვეთა და გადაჭრა, ქალთა მონაწილეობის გაძლიერება, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა – ასევე კარგია მთლიანად ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციას დასამტკიცებლად წარედგინა ორგანიზაციის გამგეობა შემდეგი შემადგენლობით:
- ნინო წილოსანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე;
- თეა წულუკიანი, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი;
- მაკა ბოჭორიშვილი, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
- მარიამ ქვრივიშვილი, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
- თეა ახვლედიანი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში;
- მაია ბითაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე;
- ელისო ბოლქვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე;
- რიმა ბერაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, პარტიის ჩუღურეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქალთა ორგანიზაციის თბილისის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
- ირმა ზავრადაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, პარტიის დიდუბის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
- ეკა სეფაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
- თამარ ტალიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
- ხატია წილოსანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
- მარიამ ლაშხი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
- მაია მენაღარიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
- ქეთევან დუმბაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
- ნინო იობაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
- ბაია კვიციანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი;
- ნინო ლაცაბიძე, ქალაქ რუსთავის მერი, ქალთა ორგანიზაციის ქვემო ქართლის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
- თინათინ ხანჯალიაშვილი, თელავის საკრებულოს წევრი, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე, ქალთა ორგანიზაციის კახეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
- მაცაცო ნარიმანიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, ქალთა ორგანიზაციის მცხეთა-მთიანეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
- თამარ მურალოვა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ქალთა ორგანიზაციის შიდა ქართლის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
- ინა კაპანაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ქალთა ორგანიზაციის სამცხე-ჯავახეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
- თინათინ ზოიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ქალთა ორგანიზაციის აჭარის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
- ნათია გოლიაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ქალთა ორგანიზაციის გურიის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
- ნანა ხუფაცარია, ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ქალთა ორგანიზაციის სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
- მარეხ ნიჟარაძე, ქუთაისის საკრებულოს წევრი და საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, ქალთა ორგანიზაციის იმერეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
- ქრისტინა კობახიძე, ქალთა ორგანიზაციის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
- ანივარდ მოსოანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი;
- ნიგარ ორუჯოვა, წარმომადგენელი აზერბაიჯანული თემიდან ქალთა ორგანიზაციის გამგეობაში;
- ნაირა მარშანია, წარმომადგენელი აფხაზეთიდან ქალთა ორგანიზაციის გამგეობაში;
- მაია ცოტნიაშვილი, წარმომადგენელი ცხინვალის რეგიონიდან ქალთა ორგანიზაციის გამგეობაში.