ექიმების გასამხნევებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეები ერთსა და იმავე დროს საკუთარი აივნებიდან და ფანჯრებიდან ტაშს დაუკრავენ.
„18 მარტს, 21:00-ზე, მთელ საქართველოში, გამოვიდეთ აივნებზე, გავაღოთ ფანჯრები და ტაში დავუკრათ ჩვენს სამედიცინო პერსონალს, რადგანაც ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ!” – ვკითხულობთ ღონისძიების შესახებ შექმნილ გვერდზე.
დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი განკურნებული პაციენტი სახლში დღეს გაწერეს. ექიმების ცნობით, ის 14 დღე თვითიზოლაციაში დარჩება.