ქართველი მაღაროელები და მეშახტეები ბელარუს კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ

პუბლიკა

ტყიბულელი მეშახტეები, ჭიათურელი მაღაროელები და ქსნის მინის ტარის ქარხნის მუშები ბელარუს კოლეგებს მხარდაჭერას უცხადებენ.

მათ ვიდეომიმართვას მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები ავრცელებენ.

მუშები მხარს უჭერენ ბელარუსი მუშების სამართლიან გაფიცვას და გამარჯვებას უსურვებენ.