ტოკიოს პოლიციამ ქართველი პარაოლიმპიელი სასტუმროს დაცვაზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს – ინფორმაციას გამოცემა Japan Times ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პარაოლიმპიელ ძიუდოისტს მომდევნო კვირაში უნდა ეასპარეზა. ახლა კი მას 60 წელს გადაცილებული დარაჯის ცემასა და მისთვის ნეკნის ჩამტვრევას ედავებიან.
Japan Times წყაროზე დაყრნოდბით წერს, რომ ქართველი ათლეტი სასტუმროს კარანტინში იმყოფებოდა, რადგან მის თანაგუნდელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
გამოცემის ცნობით, ქართველი ათლეტები დილით სვამდნენ და ხმაურობდნენ, დაცვამ კი თავდასხმამდე ბრალდებულიცა და სხვა ქართველი ათლეტები გააფრთხილა, რომ არ ეხმაურათ.
Japan Times პარაოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის წევრებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოსალოდნელია ძიუდოისტის პარაოლიმპიადიდან მოხსნა და მისი საქართველოში დაბრუნება.
პარაოლიმპიურ თამაშებში 24 აგვისტოს დაიწყება. მასში მთელი მსოფლიოდან 4 400 სპორტსმენი მონაწილეობს. სპორტული ღონისძიებები პანდემიის გამო მაყურებლის გარეშე გაიმართება.