კახაბერ ქემოკლიძე, პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრი სოციალურ ქსელში წერს, რომ გიორგი გახარიასა და IRI-ის ხელმძღვანელის შეხვედრის ამსახველი ფოტო, რომელიც იმედმა რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა, „რუსი ტურისტების“ მიერაა გადაღებული.
„ეს შეხვედრა შედგა 17 სექტემბერს, კაფე „ლეიზიში” (თბილისი) 12:30-სა 13:30 საათს შორის. სამი დღით ადრე ვიდრე ეს „ნიუსი” „იმედმა“ დადო. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ფოტო გადაღებულ იქნა რუსი „ტურისტების“ მიერ (ერთი კაცი და ერთი ქალი), რომელიც როგორც ჩანს მიწოდებულ იქნა სამთავრობო ტელევიზიისთვის და გამოყენებულ იქნა პროპაგანდის მიზნით.
ისმის ვალიდური კითხვა – ვის „ეჯდა“ რუსული ოპერატიული კუდი შუაგულ თბილისში?! – გახარიას (ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს) თუ IRI-ს (ერთ-ერთი საკვანძო სადამკვირვებლო ორგანიზაციის) დირექტორს?! ეს ინფო თუ დადასტურდა და არ ვცდებით, ეგეც თქვენი რუსეთის სპეც. სამსახურების ჩარევა არჩევნებში“, – წერს ქემოკლიძე და სუსს მოქმედებისკენ მოუწოდებს.
„იმედმა“ გიორგი გახარიას და IRI-ის საქართველოს პროგრამების დირექტორის, ჯონ დიპიროს შეხვედრის გაავრცელა. „იმედი“ ირწმუნებოდა, რომ ამ შეხვედრაზე გახარიას „ხაზარაძესთან ჩაშლილი მოლაპარაკების შემობრუნება დაავალეს“.
გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ჯონ დიპიროს შეხვდა, თუმცა მათი საუბრის მთავარი თემა პოლიტიკური პროცესები და „ლელოს“ კოალიციასთან გახარიას პარტიის გაერთიანება არ ყოფილა.