ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება

პუბლიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკანიანის თქმით, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება. ქეთევან ციხელაშვილი სახელმწიფო მინისტრის პოსტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 2016 წლის აგვისტოდან იკავებდა.

„გვეყოლება ახალი ელჩი ვენაში, ვენის საერთაშორისო ორგანიზაციებში, ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც სახელმწიფო მინისტრი გახლავთ. ვფიქრობ, რომ ქალბატონი ქეთევანის გამოცდილება ამ მიმართულებით იქნება, ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანი. მას ჰქონდა შეხება ამ საკითხებთან მუდმივად, რადგანაც იგივე თემები, რომლებიც ეუთოში განიხილება, მათ შორის კონფლიქტებთან მიმართებაში, ესეც იქნება ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც ქალბატონი ქეთევანი წარუძღვება”, — განაცხადა ზალკალიანმა.

ციხელაშვილი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას 15 ივნისამდე დაიკავებს.