თბილისის მერიის ცნობით, ქეთევან დედოფლისა და მოსკოვის გამზირებზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების კუნძულებისა და ტროტუარების მოწესრიგებას, 18 მარტის 00:00 საათიდან ავტომობილების გადაადგილება პერიოდულად შეფერხდება.
ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება ქეთევან დედოფლის გამზირისა და ნავთლუღის ქუჩის, მოსკოვის გამზირისა და მეველეს ქუჩის, მოსკოვის გამზირისა და სამგორის ქუჩის, მოსკოვის გამზირისა და ჯავახეთის ქუჩის კვეთებსა და მოსკოვის გამზირის N2-ის მიმდებარედ.
მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოები, რომელიც მოძრაობის შეფერხებას ან გზის შევიწროებას გამოიწვევს, ძირითადად, იწარმოებს ღამის საათებში, ხოლო დღის განმავლობაში, ინტენსიური მოძრაობისას, აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნება და სამუშაოები განხორციელდება მოძრაობის მცირედი შეფერხებით.
მერიაშ ამბობენ, რომ სამუშაოების პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს უცვლელად, არსებული საგზაო-სატრანსპორტო სქემის შესაბამისად.