„ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები ინდოეთის მთავრობამ საქართველოს საჩუქრად გადასცა”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„პარასკევს, 2021 წლის 9 ივლისს, საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ. სიწმინდე ინდოეთის მთავრობამ საჩუქრად გადასცა საქართველოს.
შაბათს, 10 ივლისს, 14 საათზე დედოფლის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ”, – ნათქვამია განცხადებაში.