საქართველოში ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე მორეაგირე სამედიცინო ჯგუფების გადამზადებისა და რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით პროექტი მიმდინარეობს, – ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში სასწავლო სატრენინგო ცენტრი შესაბამისი სპეციალური სასწავლო აღჭურვილობით უზრუნველყვეს.
ასევე დაგეგმილია ქბრბ-ინციდენტებზე რეაგირებისთვის სამედიცინო ეკიპაჟებისთვის სპეციალური აღჭურვილობის უზრუნველყოფა.
პროექტი 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში ჩართულია სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყნის 50-მდე მონაწილე.