თეთრიწყაროში გამთენიისას მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი სავარაუდოდ ქმარმა მოკლა.
„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.