ქმარმა ცოლს სასტიკად სცემა — 27 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

პუბლიკა

თბილისში კაცმა ცოლს სასტიკად სცემა. შედეგად, 27 წლის ქალი დღეს ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა.

როგორც კლინიკის ექიმი ამბობს, ქალი კლინიკაში მთელ სხეულზე არსებული მრავლობითი ჭრილობებით, კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს.

ექიმის თქმით, ჩატარდა ოპერაცია, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.

„პუბლიკას” შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის, 19-109-ე მუხლით დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, კაცმა დაზიანებები თავადაც მიიყენა და ახლა კლინიკაშია მოთავსებული.