ქობულეთის საკრებულოში ენმ-ს და „ოცნების" წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირსპირდნენ

პუბლიკა

ხმაური იყო ქობულეთის საკრებულოში. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა” და „ოცნების“ წარმომადგენლები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირსპირდნენ.

დაპირსპირება დაიწყო მაშინ, როდესაც ენმ-ს წევრებმა „ოცნების“ წევრები კორუფციაში დაადანაშაულეს. დაპირისპირება სიტყვიერი შეურაცხყოფიდან გადაიზარდა ფიზიკურ დაპირსპირებაში, რის გამოც საკრებულოს რამდენიმე წევრს მანდატურებმა დარბაზი დაატოვებინეს.

„როდესაც ვსაუბრობთ კორუფციაზე კონკრეტული ფაქტებით, ეს აბრაზებთ და გადმოდიან ჩხუბზე და დაპირსპირებაზე… აგრესია გამოავლინეს, წამოვიდნენ ჩხუბით, ყველანაირი მეთოდებით.”, – თქვა ენმ-ს ქობულეთის საკრებულოს წევრმა.

საპასუხოდ ოცნების წევრმა კი თქვა – „მათი მიზანია გაავრცელონ დეზინფორმაცია, მიაღწიონ პროვოკაციას”. ქობულეთის მერის, ლევან ზოიძის განცხადებით, „როდესაც პროვოკაციაზე წამოვლენ, მიიღებენ ადეკვატურ, შესაბამის პასუხს”, – თქვა მან.