ქობულეთის ბუნგალოში მომუშავე ქალს კორონავირუსი დაუდგინდა - იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ქობულეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა. მისი თქმით, ინფიცირებული ქობულეთის ერთ-ერთ ბუნგალოში  მუშაობდა.

„ძალიან არასასიამოვნო შემთხვევა გვაქვს, ქობულეთში გამოვლინდა შემთხვევა. ქალბატონი ჩასულია თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში. არის ასეთი ბუნგალო „ჰავანა“ ქობულეთში და ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, უკვე მოკვლეულია და გადაყვანილია იზოლაციაში და მათ გამოიკვლევენ. მაგრამ 9, 10 და 11 აგვისტოს ვინც იყო ვიზიტორი ამ კაფის, მინდა რომ მაქსიმალურად ისინიც გავაფრთხილო, ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც სიმპტომები გამოუვლინდებათ, მიმართონ „ცხელების ცენტრებს”, საქართველოში ყველგან არის და თვითონ ქობულეთშიც“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.