ვიდეო | ქობულეთში 5-სულიან ოჯახს ასახლებენ

პუბლიკა

ქობულეთში ცეცხლაძეების ხუთსულიან ოჯახს ასახლებენ – ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.

როგორც „პუბლიკას“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, საქმე უწყებაში 2015 წელს შევიდა და მას შემდეგ მოლაპარაკების მიზნით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა მხარეებს შორის. ამ პერიოდში მოლაპარაკება ერთხელ შედგა, თუმცა მხარეებმა მოგვიანებით ჩაშალეს. ბიუროში აცხადებენ, რომ ახალმა მეპატრონემ სახლი აუქციონზე შეიძინა.

„აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, სახლში ორი მწოლიარე ავადმყოფი იმყოფება. ადგილზე მობილიზებულია აღსრულების ბიუროსა და პოლიციის თანამშრომლები. ოჯახის ახლობები პოლიციას მოუწოდებენ, რომ ოჯახი არ გამოასახლოს.