ქობულეთში ადიდებულმა მდინარემ ქუჩები დატბორა

პუბლიკა

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ქალაქში გუშინ ძლიერი წვიმა იყო, ადიდდა მდინარე აჭყვა და დაიტბორა ქუჩები. რამდენიმე სოფელში კი მეწყერული პროცესები განვითარდა.

„ქობულეთში დილიდან აქტიურად მიმდინარეობს უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები. მერიის შესაბამისი სამსახურები, სხვადასხვა უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებს”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.