ქობულეთში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

ქობულეთში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულის ოჯახის წევრები და სასტუმროს სტუმრები საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილი. თავად ინფიცირებული კი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მანამდე, 15 აგვისტოს, ქობულეთში კორონავირუსი დაუდასტურდა კაფე „ჰავანის“ თანამშრომელს და მასთან კონტაქტში მყიფ 4 პირს.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 კი გამოჯანმრთელდა.