ქობულეთში შშმ ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

პუბლიკა

ქობულეთში შშმ ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

ინფორმაცია „პუბლიკას” შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების განცხადებით, გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.