„ქოცებო, გავიგე, მამა-მარჩენალს დაუტუქსიხართ და ჩემზე გენერალურ შეტევას ამზადებთ“ - გოგაშვილი

პუბლიკა

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს.

გოგაშვილის თქმით, ხელისუფლება მასზე „გენერალურ შეტევას“ გეგმავს და მისი დამონტაჟებული საუბრის გამოქვეყნებას აპირებს.

„ქოცებო, გავიგე მამა-მარჩენალს ცუდად შესრულებული დავალების გამო ძალიან დაუტუქსიხართ და ახლა ჩემზე გენერალურ შეტევას ამზადებთ, სადაც არსენალში ჩემი საუბრის დაჩეხვა და დამონტაჟება შეგიყვანიათ, რომელსაც გამოაქვეყნებთ. ეს ხომ უკვე დააანონსებინეთ „ვიტალი ხაზარაძეებს“: რა ალაპარაკებს და ვინ ალაპარაკებს ამას მალე გავიგებთო. ეს მეთოდი უკვე მოძველებული და გაშიფრულია. არანაირ შედეგს არ მოგცემთ. მით უფრო, ამას თქვენი უწყვეტი და ავთენტური საუბრის ჩანაწერები გადაფარავს. ისე ხომ არ ჯობია „სუკის“ ბებერი „ვოლკის“ ტაქტიკა გამოიყენოთ, გიჟად გამომაცხადოთ ან ფსიქიკურად დაავადებულად? მაგრამ შემდეგ ხომ ჩემი ციხიდან გაშვება მოგიწევთ. მოკლედ შარში ხართ.“