დღეს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით განათლების სამინისტროსთან ქორეოგრაფიული ანსამბლის წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.
ისინი ამბობენ, რომ 10 თვის განმავლობაში დახმარება, რაც სახელმწიფომ გამოუყო, მათთვის საკმარისი არ იყო და მზად არიან, კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვით განაახლონ მუშაობა.
„უამრავი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. პირველი პრობლემა ეს არის, ფინანსური პრობლემა, რადგან უკვე მე-10 თვეა, უმუშევრები ვართ და სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, რაც იყო, იმდენად მიზერულია, რომ 10 თვის განმავლობაში არანაირად არ გვეყოფოდა ეს დახმარება. ხელშესახებ დახმარებაზე საუბარი არ არსებობს. დღემდე არ გვაძლევენ მუშაობის უფლებას. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ იმ რეგულაციებით, რაც საჭიროა კოვიდთან დაკავშირებით. ეს ჩვენს ინტერესებშიც შედის”, –ამბობს ქორეორაფიული ანსამბლის წარმომადგენელი „ფორმულას“ ეთერში.