ქორწილები და ქელეხები ღია სივრცეებშიც აიკრძალება - მეზვრიშვილი

პუბლიკა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან ახალი შეზღუდვები შედის ძალაში.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით:

თეატრები და კინოთეატრები, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრები, ნაცვლად 15 სექტემბრისა და 1 ოქტომბრისა, 1 ნოემბრიდან  გაიხსნება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო/სოციალური ღონისძიებები ხვალიდან აიკრძალება. შეზღუდვა გავრცელდება ღია სივრცეებზეც.

შეიზღუდება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები, მათ შორის ღია სივრცეშიც.

„მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მაქსიმალურად დაიცვან წესები, ატარონ პირბადეები, დაიცვან დისტანცია. პირბადეების ტარების წესის შესრულება გახლავთ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და კონტროლი მოხდება აქტიურად. გამკაცრდება კონტროლი. იმუშავებს როგორც პოლიცია, ასევე შრომის ინსპექციაც“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.