ქორწილის გადახდაც შეიძლება, ოღონდ ათკაციანის - ამირან გამყრელიძე

პუბლიკა

„სადღაც ივნისის ბოლოს დამთავრდება ყველა ეტაპი და მეტად გავიხსნებით, კინო-თეატრი იქნება თუ სხვა დახურული სივრცე, პირბადე დაგვჭირდება. მაღაზიებსა თუ სხვა დაწესებულებებში რიგში ყოფნისას დისტანცია დიდი ხნის განმავლობაში იქნება საჭირო – ამბობს ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ საუბრისას ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი.

გარდა ამისა, მისი თქმით, დიდ თავშყრილობებზე უარი უნდა ვთქვათ, – „იმაზე, რაც ჩვენ ძალიან გვიყვარს“.

„ქორწილის გადახდასაც შევძლებთ, მაგრამ ათკაციანის, სანამ ეპიდსიტუაცია მეტის საშუალებას არ მოგვცმს, მაგრამ ზოგადადაც იქნებ ამასაც მივეჩვიოთ, როგორც ხელების ხშირ დაბანას მივეჩვიეთ, რომ ზოგიერთი ჩვენი კარგი ტრადიცია ზღვარგადასული არ იყოს“. – ამბობს გამყრელიძე.