ქორწინების იძულების ბრალდებით ახალქალაქში 35 წლის კაცი დააკავეს

პუბლიკა

ახალქალაქში ქორწინების იძულების ბრალდებით 35 წლის მამაკაცი დააკავეს – ინფორმაციას „პუბლიკას“ შსს უდასტურებს.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 1501 მუხლით, რაც ქორწინების, (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულებას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.