ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 თანამშრომელი დააკავეს.
როგორც საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, რომლებსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ევალებოდათ ზედამხედველობა და კონტროლი, აღნიშნული სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელს, ობიექტზე არსებულ დარღვევებზე რეაგირების არგანხორციელებისა და შესრულებული
სამუშაოების აქტებზე ხელმოწერის სანაცვლოდ, ქრთამის სახით ფულადი თანხა მოსთხოვეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით ითვალისწინებს.