“"ერთს ვიტყვი დღევანდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით - ბევრი წუხს, ახალი ტექნოლოგიები ახალგაზრდებში ადამიანურ გრძნობებს აუხეშებს, ემოციურ ინტელექტს აქვეითებსო. ნახეთ ეს ინტერვიუ და დარწმუნდებით, რომ ახალგაზრდებს HighTech ერაშიც შეუძლიათ შეინარჩუნონ უშუალობა, გულწრფელობა, ადამიანურობა, მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა და პროვოკაციებისა." “
“„ირაკლი ღარიბაშვილი არის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უდიდესი ძალა – ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი და ნატოსთან ყველაზე მჭიდრო ურთიერთობის სტადიაზე ქართული თავდაცვის გადამყვანი. წარმატებას ვუსურვებ ირაკლის“, – წერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი თამარ ტალიაშვილი Facebook-ზე.“
“ეს, არათუ ერთპარტიული პარლამენტია, ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მრავალპარტიული, პლურალისტური პარლამენტი. რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ საქმე გვაქვს ხელოვნურად შექმნილ ე.წ. პოლიტიკურ კრიზისთან - ის ეფუძნება სიყალბეს და აქედან გამომდინარე მას არ აქვს პერსპექტივა“