პოლიციამ 2 პირი დააკავა. მათ ბრალი „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობასა და„ქურდული სამყაროს“ წევრობაში ედებათ.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 მარტს ჭიათურაში მოაწყვეს „ქურდული შეკრება“ და მანგანუმის მადნის მომპოვებელი ერთ-ერთი შპს-ის წარმომადგენელს აიძულებდნენ საწარმოს მოგების 30%-ის გადახდას.
სამართალდამცველებმა, ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, „რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებს უკავშირდებოდნენ”.
გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით მიმდინარეობს.
ამავე საქმეზე ჭიათურის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი
დააკავეს.
მას ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.