ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია “პუბლიკას” სკოლის წარმომადგენელმა ნათია ზახარაძემ დაუდასტურა. სკოლის ერთ-ერთ თანამშრომელს, ასევე მის შვილსა და შვილიშვილს „კოვიდ-19“ გუშინ, 9 სექტემბერს დაუდასტურდათ. შემთხვევის დადასტურების შემდეგ ტესტირება ჩაუტარდა სკოლის ყველა თანამშრომელს.
ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო. სასწავლო პროცესი სკოლაში 1 ოქტომბერს განახლდება.