ქუთაისის აეროპორტიდან Wizz Air კიდევ 5 მიმართულებით იფრენს

პუბლიკა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, 2023 წლის ივნისიდან Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ახალი მიმართულებით იფრენს.

ეს მიმართულებებია:  ბრიუსელი, მადრიდი, ფრანკფურტი, ჰამბურგი და პოზნანი.

„ჩვენ, როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ სტრატეგიულ პარტნიორთან მოლაპარაკებები წარმატებით დავასრულეთ, რის შედეგადაც Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის 5 ახალი მიმართულებით დაიწყებს.

Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი ახალი მიმართულებების გარდა, უკვე არსებულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირეების გაზრდისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა“,- ნათქვამია განცხადებაში.

5-ვე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება, ხოლო, პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება.