ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაფიცვას უერთდებიან

პუბლიკა

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი გაიფიცა. ისინი რუსულ კანონს აპროტესტებენ და აპირებენ, მსვლელობით ქუთაისში დაგეგმილ ძირითად აქციას შეუერთდნენ.

სტუდენტების თქმით, პროტესტს არ შეწყვეტენ მანა, სანამ „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს არ გაიწვევს.

„ჩვენ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვაპროტესტებთ რუსულ კანონს, კანონს, რომელიც გვიზღუდავს თავისუფლებას, იმ თავისუფლებას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გადმოგვცეს და უნდა გავაგრძელოთ მემკვიდრეობა. ამასთანავე, ვასრულებთ იმ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, რომელიც ჩვენ მთავრობას უნდა შეესრულებინა ჩვენს მიმართ და ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ დავიცავთ მომავალს და აუცილებლად შევალთ ევროკავშირში. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენი უფლებები წაგვართვას და ვიბრძოლებთ. ეს აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ მთავრობა არ შეცვლის გადაწყვეტილებას და რუსულ კანონს არ გაიწვევს“, – ამბობენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები გაფიცვას ოფიციალურად დღეს, 13 მაისს, 14:00 საათზე გამოაცხადებენ.

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • თბილისის სამხატვრო აკადემია;
  • GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
  • საქართველოს უნივერსიტეტი;
  • კავკასიის უნივერსიტეტი;
  • GAU – ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი;
  • ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;
  • სეუ – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
  • თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები;
  • ალტე უნივერსიტეტი;
  • სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი;
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
  • საავიაციო უნივერსიტეტი;
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – IBSU;
  • ევროპის უნივერსიტეტი;
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – CIU
  • სამცხე ჯავახეთის-სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • უნივერსიტეტი ალტერბრიჯი;
  • საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  • ბათუმის საზღვაო აკადემია;
  • აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
  • ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – KIU.