ქუთაისის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ლადო მესხიშვილის თეატრის ყოფილი დირექტორი, სულხან გოგოლაშვილი ადასტურებს.
ტელეკომპანია „მთავარ არხს” გოგოლაშვილმა განუცხადა, რომ ინფორმაცია, თითქოს, თავაძეს თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს სიცრუეა. გოგოლაშვილი ამბობს, რომ თავაძემ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა, რადგან, მას თეატრში მისი პროფესიული საქმიანობის გაგრძელება სურდა.
თავად თავაძე გადადგომის ფაქტს ჯერ არ გამოხმაურებია.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გიორგი თავაძე 2020 წლის მარტში დაინიშნა. ის თანამდებობაზე 4 წლის ვადით იყო დანიშნული.