ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში სასტიკად ნაცემი ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს.
IPN-ის ცნობით, ქალს დაზიანებები სახის, თავის, გულ-მკერდის არეში და კიდურებზე აქვს.
მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.
IPN-ისვე ცნობით, არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი კლინიკაში კაცმა შეიყვანა. კაცის თქმით, ქალი ქუთაისისა და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელ გზაზე მძიმე მდგომარეობაში იპოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება 117-ე – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.