ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი თანამდებობას ტოვებს, ინფორმაციას კი ამის შესახებ თავად ავრცელებს.
ის წერს, რომ რჩება „ქართული ოცნების“ გუნდში და „ქვეყნის სამსახურს სხვა რანგში“ გააგრძელებს.
„არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ასევე, პარტიული საქმიანობით დავკავდები და მუშაობას თბილისში გავაგრძელებ. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული არჩევანის წინაშე დგას, სწორედ ამიტომ ვეცდები საკუთარ ქვეყანას, ამჯერად სხვა ფორმით, ვემსახურო”, – წერს ის.