ქუთაისის მერიიდან „ქუთაისი თუდეის“ რედაქტორი ბუბა კიკაბიძე პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოიყვანა.
პირდაპირი ჩართვიდან, „მთავარი არხის“ ეთერში, ჩანდა, როგორ დაადო ხელბორკილები ჟურნალისტს რამდენიმე პოლიციელმა, შენობიდან გაიყვანა და პოლიციის მანქანაში ჩასვა.
როგორც ცნობილია, ჟურნალისტი ქუთაისის მერიაში ჟურნალისტების გადაადგილების შეზღუდვას აპროტესტებდა. ის წინააღმდეგობის მიუხედავად, შევიდა ქუთაისის მერის კაბინეტში და აცხადებდა, რომ დაიწყებდა შიმშილს და მანამდე გააგრძელებდა, სანამ მას ქუთაისის მერი არ შეხვდებოდა.
„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა იმის დასაზუსტებლად, დააკავეს თუ არა ჟურნალისტი და სად გადაიყვანეს. „პუბლიკა“ შსს-დან პასუხს ელოდება.