ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობაში შესასვლელი შუშის კარი მამაკაცმა ქვით ჩაამტვრია. შენობაში განთავსებულია როგორც ქუთაისის მერია, ასევე საკრებულო და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ადგილობრივ გამოცემა „ქუთაისი პოსტთან“ თვითმხილველი ამბობს, რომ მამაკაცი „უკრაინისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას აპროტესტებდა“. გამოცემის ცნობით, ის დაკავებულია.
„პუბლიკასთან“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ არ ამბობენ, რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება და დაკავებულია თუ არა მამკაცი.