ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სადამკვირვებლო მისიების სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.
„ჩემი ხმის“ წარმომადგენელმა მოსამართლე შოთა სირაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა ესპერიმენტის ჩატარების შუამდგომლობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საიას და „ჩემი ხმის“ სარჩელის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე შოთა სირაძე საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის მამაა. ის 2014-15 წლებში იყო ხობის საკრებულოს წევრი ბლოკ „ქართული ოცნებიდან“.
„თქვენ მიერ მითითებული გარემოება არანაირად არ შეიძლება აცილების სამართლებრივი საფუძველი გახდეს. ვფიქრობ, რომ თუ ასეთი გარემოება ჩემ მიმართ წარმოშობდა აცილების საფუძველს, მე თვითონ განვაცხადებდი“, – განაცხადა შოთა სირაძემ.