ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საარჩევნო დავებზე არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. კოლეგიამ საქალაქო და რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. საუბარია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „ჩემი ხმის“ სარჩელებზე.
სასამართლომ დასავლეთის საქართველოს ოლქებში დაწერილი საჩივრები განიხილა და დაუშვებლად ცნო ოლქების შედეგების გაბათილება, ასევე კომისიის წევრების პასუხისმგებლობის დაყენების.
სარჩელის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის მამა იყო. 5 ნოემბერს გამართულ სხდომაზე „ჩემი ხმის“ წარმომადგენელმა მოსამართლე შოთა სირაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა ექსპერიმენტის ჩატარების შუამდგომლობა, რათა დადგენილიყო ირღვეოდა თუ არა ხმის ფარულობა არჩევნების დღეს.
საიამ არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის ფაქტი საერთო სასამართლოებში გაასაჩივრა. ორგანიზაცია ყველა იმ უბნის (2263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.