ქუთაისის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

პუბლიკა

დღეს, 29 სექტემბერს, კინოთეატრ „საქართველოში“ ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა და გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

ფესტივალის მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი (ჟიურის წევრები: თავმჯდომარე – ნანა ჯორჯაძე, ალექსანდრე კობერიძე, კატია კრაუსოვა, გალინა სულიმა, ედვინას პუკშტა)

„ოქროს დინოზავრის” პრიზი საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის გადაეცა – „„ვერ მოვასწარი მისი შეყვარება” (I Didn’t Make It To Love Her) ანა ფერნანდეზ დე პაკო, ესპანეთი.

„ოქროს დინოზავრის“ პრიზი საუკეთესო რეჟისურაში გადაეცა სანდრო სულაძეს, ფილმისთვის „გუშაგები“, საქართველო.

ჟიურის თავმჯდომარის სპეციალური პრიზი გადაეცა ფილმს – „ბატიკის ოთახი“ (Batic’s Room), უკრაინა

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა საუკეთესო შესრულებისთვის დაიმსახურა ზარა მოლაემ ფილმისთვის „შეტყობინება შეწყვეტის შესახებ“ (Report On A Termination), ირანი.

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა საუკეთსო სცენარისთვის დაიმსახურა ქსავიე დისკუვემ ფილმისთვის „პატარა ვუნდერკინდი” (The Little Prodigy), ბელგია.

ფესტივალის დოკუმენტური ფილმების კონკურსი (ჟიურის წევრები: თავმჯდომარე – ინეკე სმიტსი, გიორგი ბოჭორიშვილი, კოტე კალანდაძე)

„ოქროს დინოზავრის“ პრიზი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის გადაეცა ფილმს – „არა ვინ და ლურჯი ცა” ( No Body and the Blue Sky ) მაგდა გველესიანი, გერმანია.

„ოქროს დინოზავრის” პრიზი მეორე ადგილისთვის გადაეცა ფილმს – „არავის ვეკუთვნი” ( Nobody owns me ) ანუკ მეისნერი, საფრანგეთი.

ფესტივალზე მუშაობდა დამოუკიდებელ კინოკრიტიკოსთა ჟიური (თავმჯდომარე – ლელა ოჩიაური, თეო ხატიაშვილი, ბასტი მგალობლიშვილი), რომელმაც მიხეილ კობახიძის სახელობის ჯილდო გადასცა ფილმს – „ფუტკრის დაცემა” (The Bee Fall), ვაჟიკო ჩაჩხიანი, საქართველო.

ფესტივალის განმავლობაში გაიმართა „სცენარის განვითარების ვორქშოფი“ (მენტორები: ალექსანდრე კობერიძე, უტა ბერია), ჟიურიმ (დიანა მაღლაკელიძე, ლევან აბდუშელიშვილი, თიკო ნადირაშვილი) გამოავლინა გამარჯვებულები, რომელთაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაწესებული ფულადი პრიზი, პირველი ადგილისთვის – გრიგოლ ჯანაშიას „საჭესთან“ – 3000 ₾, მეორე ადგილისთვის კი – თინა ლაღიძეს „მაღლა ზეცისკენ“ – 2000 ₾ გადაეცათ.