ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

პუბლიკა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ,  ნიკოლოზ ლატარიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„ვტოვებ თანამდებობას. ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და გთხოვთ, არ დაუკავშიროთ იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანასა და ქალაქში, მე რამდენიმე თვის უკან გავაჟღერე გუნდში წასვლა მაგრამ მთხოვეს წლის ბოლომდე დავრჩენილიყავი თანამდებობაზე. თხოვნა შევასრულე.

ღმერთმა იცის გულით და სულით ვემსახურე ჩემს ქალაქს და რაც შემეძლო გავაკეთე. არც ერთხელ არ მიღალატია გუნდისთვის და მით უმეტეს ქვეყნისთვის და ქუთაისისთვის. მაპატიოს ჩემმა ქუთაისლებმა თუ მეტი ვერ შევძელი. იყო ამის მიზეზები და არ დავიწყებ ამაზე საუბარს. უზომოდ მიყვარს ჩემი ქალაქი და ჩემი სამშობლო, ამიტომ სხვა ფორმით გავაგრძელებ ვემსახურო მას“, – წერს ნიკოლოზ ლატარია.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ნიკოლოზ ლატარიას 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ეკავა.