ქუთაისში კორონავირუსი 1 თვის ბავშვმა დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა „ლჯ და კომპანია“ ავრცელებს და მშობლების თანხმობით ფოტოებსაც აქვეყნებს. სწორედ ამ კლინიკაში მკურნალობდა ბავშვი.
კლინიკის ინფორმაციით, მცირეწლოვანი დღეს გაეწერა საავადმყოფოდან.
დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოში (გასულ 24 საათში) კორონავირუსისგან რეკორდულად ბევრი 2197 პაციენტი გამოჯანმრთელდა.