ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

პუბლიკა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ქალაქის გასასვლელში, წყალწითელას ხიდთან მოხდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა მდინარეში გადავარდა. შემთხვევა ღამით მოხდა.