ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე სროლა იყო - დაიჭრა 3 პირი, რომელთაგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა

პუბლიკა

ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე სროლა იყო. შსს-ს ცნობით, სამი ადამიანი დაჭრეს, მათგან ერთი მიღებული დაზიანებების შედეგად კლინიკაში გარდაიცვალა.

„გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირმა, ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა სამი პირი: 1970 წელს დაბადებული შ.ყ., 1979 წელს დაბადებული ი.რ. და 1983 წელს დაბადებული ი.გ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი მათგანი – შ.ყ. გარდაიცვალა“, – წერია განცხადებაში.

შსს ამბობს, რომ დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

გმოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.