ქუთაისში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო - სააგენტო

პუბლიკა

დევნილთა სააგენტომ ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო.

ქუთაისში საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით დევნილი ოჯახები განაცხადის გაკეთებას 7 ოქტომბრის ჩათვლით შეძლებენ.

იძულებით გადაადგილებული ოჯახებს განაცხადის შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ. განაცხადები ასევე მიიღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე:

  • ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27;
  • ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106;
  • გორი სამების ქუჩა N1;
  • რუსთავი, კოსტავას ქ.N20.

„განაცხადი უნდა განაახლონ იმ დევნილმა ოჯახებმაც, რომლებსაც ქუთაისში ბინის მიღების მოთხოვნით აპლიკაცია წინა წლებში აქვთ შევსებული. ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით 5 კორპუსი შენდება. 16-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს“,  – ამბობენ დევნილთა სააგენტოში.