ქუთაისში ხიდზე ბანერების გადმოფენისთვის 2 აქტივისტი დააკავეს - დიღმელაშვილი

პუბლიკა

მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქუთაისში, ხიდზე ბანერების გადმოფენისთვის დააკავეს ორი პირი – სირცხვილიას ქუთაისის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი მიშიკო მუმლაძე და აქტივისტი იმედა ონიანი.

დიღმელაშვილის ინფორმაციით, დაკავებულები სამტრედიის პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები და მათთან ადვოკატმა შესვლა მოეხარხა.

აქტივისტი წერს, რომ მათ ოჯახის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

ინფორმაციის მისაღებად „პუბლიკა“ შსს-ს დაუკავშირდა. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.