ქუთაისში კორონავირუსით ორსული ქალი გარდაიცვალა

პუბლიკა

ქუთაისში კორონავირუსით 28 წლის ორსული გარდაიცვალა.

დღეს დაფიქსირდა სამწუხარო ფაქტი. 30 რიცხვში შემოიყვანეს პაციენტი. დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა „ფორმულას“ ეთერში კლინიკის წარმომადგენელმა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა შეყვანისთანავე მძიმე იყო. ის კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

ორსულს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.

დღეს კლინიკამ საჯარო წერილით მიმართა მოქალაქეებს, ჩაიტარონ ვაქცინაცია.

„სამწუხაროა, რომ დღეს კლინიკაში მოხვედრილი პაციენტების უმრავლეობა ვაქცინირებული არ არის. უმორჩილესად გთხოვთ! ჩვენი რესურსიც ამოწურვადია, ამიტომ გთხოვთ, დაგვიდექით გვერდით-ჩაიტარეთ ვაქცინაცია, შეასრულეთ სპეციალისტების მითითებები, რადგან თუ თქვენ არ დაგვეხმარებით, თუ ერთმანეთს არ დავეხმარებით, შესაძლოა უბრალოდ ვეღარ შევძლოთ თქვენი ოჯახის წევრების დაცვა, ვერ გადავარჩინოთ თქვენი მშობლები, დედმამიშვილები, შვილები, მეუღლეები და უბრალოდ თქვენთვის საყვარელი ადამიანები. Covid-19 ვირუსისგან წართმეულ თითოეულ ადამიანს ჩვენს გულს ვატანთ“,- ნათქვამია ღია წერილში.