ქუთაისში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა - ის ადგილზე დაიღუპა

პუბლიკა

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა. ის ადგილზე დაიღუპა.

„პუბლიკას” შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყეს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოების დროს უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.